ახალი ამბები
როგორი იქნება ტურისტული სივრცე ზეკარის უღელტეხილზე, რომლის მოწყობაც იგეგმება (ფოტო)
FaceBook
ზეკარის უღელტეხილზე, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, პოლონური ინვესტიციით, თანამედროვე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება.

პროექტის ერთ-ერთი მენეჯერის, კონსტანტინე ნაჭყებიას თქმით, ადგილზე აპარტამენტები, კაბინენები, საქორწინო სახლი, ჰოსტელები აშენდება და მასში პირველი სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით, სამ-ნახევარი მილიონი ევრო დაიხარჯება.

"აეროპორტიდან 70 კმ-ში დაცილებული სამთო-სათხილამურო სივრცე არ არსებობს. ეს არის ძალიან მაგარი, რადგან ქუთაისის აეროპორტთან ერთად, ქალაქსაც ტვირთავს. ინვესტორიც გვყავს. ოთხი წელიწადი არის მაქსიმუმი ვადა ამის ბოლომდე შესრულების", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „Promotion Georgia”-ს ხელმძღვანელი, კონსტანტინე ნაჭყებია. 







Print