ფოტო
როგორ გამოიყურებოდა მუზეუმის შენობა ძველად და როგორია დღეს (ფოტო)
FaceBook
ახლანდელი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა თავიდან ეროვნული ბანკს ეკუთვნოდა.
"უცნობი ქუთაისის" ინფორმაციით, ბანკის შენობა 1894-1896 წლებში ინჟინერ ვ. სახაროვის პროექტით ააგეს. 1904 ეს შენობა საკრედიტო საზოგადოებამ თავის კუთვნილ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად გირაოდ ჩადო მიხეილის სახელობის ქუთაისის საადგილმამულო (სათავადაზნაურო) ბანკში.

1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, შენობაში განთავსდა ქუთაისის გუბერნიის მილიცია, შემდეგ სხვა საბჭოთა დაწესებულებაც, ხოლო 1927 წლის ივლისიდან - სსრკ სახელმწიფო ბანკის ქუთაისის განყოფილება. 1992 წლიდან შენობა ისევ საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალს დაუბრუნდა, ხოლო რამდენიმე წლის წინ შენობაში ქუთაისის ისტორიულმა მუზეუმმა დაიდო ბინა.

შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ის ახლანდელი პუშკინის და წერეთელის ქუჩის კუთხეში მდებარეობს.

Print