ფოტო
როგორ გამოიყურებოდა მონ პლეზირის ტერიტორია ძველად და როგორია დღეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში მონ პლეზირის თაღი თითქმის უცვლელად გამოიყურება.
XX საუკუნის დასაწყისში აქ მდებარეობდა ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი "რადიუმი". 

დღესდღეობით არ არის შემორჩენილი თაღის კარი, როლის ადგილმდებარეობაც უცნობია. სანაცვლოდ, ღია სივრცეა დატოვებული.

ტერიტორიაზე ხშირად იმართება სხვადასხვა სახის გამოფენა, ფილმის ჩვენება და სხვა კულტურული აქტივობები.

მონ პლაზირის თაღის არსებობა ქართულ კინოს უკავშირდება. იქ წლების განმავლობაში ქართული კინოფილმების ჩვენებები აქტიურად იმართებოდა. "Mon Plaisir" ფრანგული სიტყვაა და ქართულად "ჩემს სიამოვნებას" ნიშნავს. 

ქუთაისს ქართული კინოს დაარსების ქალაქად მოიხსენიებენ. პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო, რომლის პრემიერაც ქუთაისში გაიმართა.

Print