ფოტო
როგორ გამოიყურებოდა ქუთაისის ცენტრალური მოედანი ძველად და როგორია დღეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური მოედანზე არსებული ტერიტორიის ნაწილი სახეშეცვლილად გამოიყურება.
ძველ ფოტოზე ჩანს რესტორან "თოლიას" შენობა, რომლის ადგილას ამჟამად ბაგრატ მესამისა და დავით აღაშენებლის სახელობის ორსართულიანი, ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ეკლესიის საძირკველი და კედლების ნაწილი.

მოედანზე, ეკლესიის გარდა, ასევე,  "მაკდონალდსის" რესტორანი აშენდა, რომელსაც ადგილობრივების მწვავე პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, რესტორანი თავისი ვიზუალით ქალაქის ისტორიული ნაწილის საერთო არქიტექტურაში არ ჯდება. 

დავიწროვდა და შეიცვალა არსებული კიბის იერსახეც. 

როგორ გამოიყურებოდა კიბის მიმდებარე ტერიტორია ძველად  და როგორია დღეს - სურათების სანახავად გაშალეთ კურსორით.

Print