ფოტო
26 მაისის ღონისძიებების სამზადისი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად სამზადისი დილიდან დაიწყო.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, სადაც დამთვალიერებლებს მისი გაცნობისა და გამოყენების შესაძლებლობა აქვს.

ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური ბაღისა და რეაბილიტირებული უბნის ტერიტორიაზე.

ცენტრალურ ნაწილში პერფორმანსი ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართება, მოეწყობა XIX და XX საუკუნის სტილში ჩაცმულთა სახალხო სეირნობა, აგრეთვე, იქნება წარმოდგენები პანტომიმის და ნიღბებით შემოსული მსახიობების მონაწილეობით და ასევე, საბავშვო წარმოდგენები.





































2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
Print