ახალი ამბები
როგორ გამოიყურებოდა ბალახვანი ძველად და როგორია დღეს (ფოტო)
FaceBook
ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორია, თუ არ ჩავთვლით გამწვანებას, თითქმის ძველებურად გამოიყურება.


თუმცა, ის მალე შეიცვლება. ქუთასის მერიამ ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის ესკიზი, მიმდინარე წლის იანვარში, შეიმუშავა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პროექტი ტენდერზე გასატანად მზადაა. მერიის ინფორმაციით, კიბეები პირველ რიგში საღებავისგან გასუფთავდება, შემდეგ კი მათი აღდგენა მოხდება. კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა 80 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრი და შადრევანი. ასევე, დაგეგმილია თეთრი კოლონადების მოწყობა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა თანხა დასჭირდება პროექტის განხორციელებას. კიბეების რეკონსტუქცია დაახლოებით წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.

როგორ გამოიყურებოდა ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორია ძველად  და როგორია დღეს - სურათები სანახავად გაშალეთ კურსორით. 

Print