ფოტო
ქუთაისის მოქმედი და ყოფილი მერების პრემიები (ინფოგრაფიკა)
FaceBook
2003 წლიდან დღემდე ქუთაისში მერი 11-ჯერ შეიცვალა.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქუთაისის პირველი არჩეული მერი შოთა მურღულია გახლავთ. მოქმედი მერი 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.
ხოლო რევოლუციამდე პირველად არჩეული ქუთაისის მერი ნუგზარ ფალიანი ქალაქს 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 2004 წლის თებერვლამდე მართავდა.

ქუთაისის ყოფილი მერებიდან ყველაზე მეტი ოდენობის პრემია შოთა მურღულიას წინამორბედს, გია თევდორაძეს აქვს მიღებული. მის მიერ პრემიის სახით მიღებული თანხა 24 800 ლარს შეადგენს.


KutaisiPost

რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეებიდან ყველაზე მეტი პრემია პირველმა თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა მიიღო. 7 წლის განმავლობაში (2007-2013 წლები) მის მიერ მიღებულმა პრემიამ 61 560 ლარი შეადგინა.

ქუთაისის საკრებულოს მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების პრემიებზე ინფოგრაფიკა ნახეთ აქ

დეა მანაგაძე
Print