ფოტო
ტყიბულის სოფელში კოლხური ბზა ხმება (ფოტო)
FaceBook
"საქართველოში დაავადება არის ბზის და ამ ენდემურ სახეობას საფრთხეს უქმნის!"

იმერეთში (ტყიბულის მუნიციპალიტეტში) სოფელ წყნორის საძოვრებთან, კოლხური ბზა ხმება. ტერიტორია მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბმა "თეთნულდმა" მოინახულა. კლუბის წევრებმა "ქუთაისიპოსტს" ფოტომასალა მოაწოდა.

KutaisiPost

იხილეთ ფოტოები სრულად


როგორც "თეთნულდში" ამბობენ, კოლხურ ბზა დაავადებულია, რაც მის ხმობას იწვევს.
"ზოგადად საქართველოში დაავადება არის ბზის და ამ ენდემურ სახეობას საფრთხეს უქმნის!," - ამბობენ მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბში "თეთნულდი".
"ქუთაისიპოსტი"  სადეზინფექციო სამსახურის დირექტორთან, თემურ გვაზავასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს. 


Print