ფოტო
12 მხატვარი ქუთაისიდან (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის იმერეთის მხატვართა რეგიონულმა ორგანიზაციამ საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" 12 მხატვრის გამოფენა წარმოადგინა.

მიმდინარე წლის იუბილარების არჩილ ჩოგოვაძის, მიხეილ ჩოგოვაძის ჯავა ჭეიშვილის, ვიტალი კაპანაძის,თედო მანჯგალაძის, ვლადიმერ ხაჯაველიძის, გივი იობიძის, სერგო ქობალიანის, გურამ გეგიას,ავთანდილ აბესაძის, დიმიტრი შანიძის, ავთანდილ ჯიბუტის იუბილე გამოფენით აღინიშნა. იუბილარებიდან ყველაზე მხცოვანს 90 და ყველაზე ახალგაზრდას 50 წელი შეუსრულდა. მხატვართა ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით ეს ის ადამიანებია, რომელთაც შექმნეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქუთაისის სამხატვრო სკოლა და ქუთაისური მხატვრობის სახე.
გასული საუკუნის 50-იან წლებში არჩილ ჩოგოვაძემ მხატვარ ვალერიან მიზანდართან ერთად სამხატვრო სახელოსნო შექმნეს ქუთაისში, რომლის საფუძველზე 1957 წელს დააფუძნეს მხატვართა ორგანიზაცია. არჩილ ჩოგოვაძის ინიციატივით დაარსდა დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა. მისი უშუალო ღვაწლით შეიქმნა და გამდიდრდა გალერეის ფონდები კაკაბაძის, ფიროსმანის და სხვათა ნამუშევრებით.
ორგანიზაციაში მხატვრების განსაკუთრებულ წვლილსა და შემოქმედებით აქტიურობაზე მიუთითებენ.
"ყველა ეს მხატვარი თავისი ხელწერითა და მხატვრული აზროვნებით გამოირჩევა. ამ მხატვრების მხრებზე დგას ჩვენი ორგანიზაცია. რამდენიმე თაობაა გამოფენზე წარმოდგენილი - ადამიანები, რომელთაც შექმნეს ქუთაისის სამხატვრო სკოლა, გამორჩეული და უნიკალური", - აღნიშნა ქუთაისის იმერეთის მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.

KutaisiPost

KutaisiPost

ფოტორეპორტაჟი იხილეთ სრულად
Print