რჩევები
უგემრიელესი რეცეპტი – სპაგეტი სოკოთი და ნივრის სოუსით
FaceBook
თუ მაკარონი (სპაგეტი) გიყვართ, მაშინ, ეს რეცეპტიც თქვენთვისაა.


სოკოსა და ნივრის სოუსით მომზადებული უგემრიელესი სპაგეტი მარტივი მოსამზადებელია, რისთვისაც ბევრი დრო და თანხა არ დაგეხარჯებათ.


ინგრედიენტები :



სპაგეტი 200 გრამი

ქამა სოკო – 400 გრამი (არაკონსერვირებული)

4 სუფრის კოვზი კარაქი

1/2 ჭიქა რძე

1/4 ჭიქა წყალი

3 კბილი ნიორი 

2 ჩაის კოვზი პურის ფქვილი

3 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

მარილი, ორეგანო, წიწაკა, გემოვნებით


მომზადების წესი: 

მარილწყალში მოხარშეთ სპაგეტი და გადაწურეთ. ამავდროულად, ტაფაზე გაადნეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი და ოთხად დაჭრილი ქამა სოკო ორივე მხრიდან  შეწვით. სოკო და სპაგეტი გადადეთ და ნივრიანი სოუსი მოამზადეთ. 

ამისათვის, ჯერ ტაფაზე გაადნეთ დარჩენილი ორი სუფრის კოვზი კარაქი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. მოშუშეთ დაახლოებით ნახევარი წუთი და ნელნელა შეურიეთ ფქვილი, რძე,  წყალი.  როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დაამატეთ წიწაკა, მარილი, ორეგანო, შემწვარი სოკო,  წინასწარ მოხარშული სპაგეტი, ზეითუნის ზეთი და კარგად ამოურიეთ.

სუფრასთან მიტანის დროს შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი ოხრახუში,

გემრიელად მიირთვით.

Print