რჩევები
შოკოლადის ნამცხვარი ხუთ წუთში
FaceBook
ორი ადამიანისთვის განკუთვნილი შოკოლადის დესერტი გულგრილს არავის დატოვებს.

ნამცხვარი, რომელსაც ხუთ წუთში მოამზადებთ ფინჯანში ცხვება და უგემრიელესია. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ არ მოგიწევთ ბევრი შრომა და არც ბევრი დაგროვილი ჭურჭლის რეცხვა.


ინგრედიენტები :


1 ცალი კვერცხი

3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი


3 სუფრის კოვზი რძე

1/4 ჭიქა შაქარი ( დოზა იმ ჭიქიდან განსაზღვრეთ, რომელშიც ნამცხვირს გამოცხობას აპირებთ)

1/4 ჭიქა პურის ფქვილი

2 ჩაის კოვზი კაკაო 

1/2 ჩაის კოვზი  სოდა, 1/4 ჩაის კოვზი თეთრი ძმარი 

1/2 ჩაის კოვზი ვანილი


ფინჯნის ნამცხვრის მომზადების წესი: 

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ რძე, კაკაო, მცენარეული ზეთი, სოდა–ძმრით, ვანილი და ბოლოს ფქვილი.  კარგად აურიეთ და მომზადებული ცომი გადაანაწილეთ თქვენთვის სასურველ ორ ფინჯანში. (ფინჯანი უნდა იყოს განიერი და დაბალი). ასევე, ჭიქები ცომით მხოლოდ ნახევრამდე უნდა გაივსოს, ცხობისას რომ არ გადმოვიდეს.  

ჭიქები შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში, სასურველია მაღალ სიმძლავრეზე (900 ან 1000 ვატი) და  ვაცხოთ 4–5 წუთის განმავლობაში. როცა ჭიქებში ნამცხვარი ამოვა და თავიც მოუშრება, ვაცადოთ შეგრილება. ბოლოს, ირგვლივ დანის პირი შემოვატაროთ. ფინჯანში გამომცხვარი შოკოლადის დესერტი მოვრთოთ სურვილისამებრ: ხილით, ხილის ნებისმიერი სიროფით,  ათქვეფილი ნაღებით, ხსნადი ყავისა და შედედებული რძის ნაზავით, შოკოლადის, ან ქოქოსის ფანტელებით.

გემრიელად მიირთვით. 

Print