რჩევები
ყველაზე სურნელოვანი და გემრიელი პასკის რეცეპტი
FaceBook

სააღდგომოდ პასკის მომზადება განსაკუთრებული რიტუალია, თან სახლში მომზადებულს სულ სხვა გემო და არომატი აქვს.


მომზადება რთული არ არის , თუმცა საკმაო დროს მოითხოვს.  ამ რეცეპტით 22 საშუალო ზომის პასკა გამოდის,  არის მძიმე, გემრიელი და სურნელოვანი. 

რეცეპტი ,,ქუთაისიპოსტს" მხატვარმა ქრისტინე რობაქიძემ მოაწოდა. 

ინგრედიენტები: 

10 ცალი კვერცხი( მაცივრიდან ერთი სთაათით ადრე გამოიღეთ, რომ ოთახის ტემპერატურა ქონდეს)

100 გრ საფუარი

500 გრ კარაქი

500 გრ მარგარინი

500 გრ არაჟანი

2 კგ შაქარი

1 კგ ქიშმიში

4 კგ ფქვილი

1 ჩ/ჭ ზეთი

8 ცალი ვანილი

ჯაოზი, ილი, ცოტა დარიჩინიც

ერთი სუფრის კოვზი მარილი


მომზადების წესი :



2 ლ რძე წამოვადუღოთ და რომ გაგრილდება, ჯერ კიდევ თბილში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ ერთი კოვზი შაქარი( საფუარი კარგად რომ ამოვიდეს). რძეში გახსნილ საფუარს  ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი, ისე რომ ალადების სისქის კონსისტენცია მივიღოთ, შევფუთოთ და გავაჩეროთ.

10 კვერცხის გული და ცილა ცალ-ცალკე მოვათავსოთ , თითო-თითო კგ შაქარი დავუმატოთ (ნელ-ნელა ვუმატოთ)  და მიქსერით ამოვიყვანოთ გულიც და ცილაც, შემდეგ  ერთ ჯამში გადავიტანოთ და კოვზით მოვურიოთ. დავუმატეთ გამდრანი კარაქი და მარგარინი, არაჟანი, ზეთი, მარილი, ვანილი, სანელებლები და ეს ყველაფერი ჩავასხათ რძიან მასაში. მიღებულ ცომს  ასევე დავამატოთ დარჩენილი ფქვილი. თუ ცომს ლიმონის ან ფორთოხლის ცედრასაც დავამატებთ პასკას განსაკუთრებული არომატი და ფერი ექნება.

შეგიძლიათ ცომი გვიან მოამზადოთ და მთელი ღამით მაცივარში დატოვოთ, ან დღის მანძილზე სითბოში გააჩეროთ (5-8 საათი) და პერიოდულად დაამუშაოთ (3-4 ჯერ).

ცომს  ბოლო დამუშავებისას დავამატოთ ქიშმიში.  იქამდე ვიდრე ქიშმიშს ცომს დაუმატებთ ადუღებული წყალი უნდა დაასხათ გააჩეროთ და რომ გაგრილდება გადაწუროთ, გაამშრალოთ და ფქვილში ამოსვაროთ. ეს იმისათვის, რომ  ქიშმიში პასკაში ცხობისას ძირისკენ არ წავიდეს.




პასკის ცომი საცხობ ფორმებში გადაანაწილოთ და დავაყოვნოთ კიდევ ერთი საათი. ფორმებში მასა უნდა იყოს ნახევარზე ოდნავ მეტი, ცხობისას რომ არ გადმოვიდეს. პასკა 180 გრადუსზე 30-45 წუთის განმავლობაში  გამოცხვება. გამომცხვარი პასკები მორთეთ სურვილისამებრ.

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ

Print