მულტიმედია
ხატვა თიხით
FaceBook
როცა საყოველთაო კარანტინის დროს, ჩაკეტილ კარს მიღმა ცხოვრებასთან გამკლავებას ყველა თავისებურად ცდილობდა, ჟურნალისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ, ხსნა ხატვაში იპოვა.

20 წლიანი წყვეტის შემდეგ, ძველი ფუნჯები, კიდევ უფრო ძველი ყუთიდან ამოალაგა, მოიმარჯვა თიხა, აკრილი, გუაში და რთულ პერიოდში, წარსულის ტკბილი მოგონებების გაცოცხლება დაიწყო.

ასე შეიქმნა ტილოები სხვადასხვა ფერითა და შინაარსით, სადაც მუსიკა მუსიკოსს კურნავს, ხოლო ძველი ფანჯრების სიმყუდროვე სტაბილურობის განცდას აბრუნებს.

მკურნალი


ფანჯარა

,,სახლში ყოფნის დროს  თავი სწორედ ამ საქმით გადავირჩინე და შევინარჩუნე გარესამყაროსთან კავშირი. ვცდილობდი მნახველსაც იგივე ეგრძნო".

მოგზაური


პა
ნდემიური პერიოდის გადავლასა და უშიშრად ცხოვრების მოლოდინში, ხვიჩამ 50 – მდე ნამუშევარი შექმნა და თავი ყველას დაამახსოვრა.

,,ნაცნობები, მეგობრები გაოცებულები მწერდნენ, ვერ წარმოვიდგენდით, თუ ხატვა შეგეძლოო. სულ მინდოდა თიხასთან მქონოდა შეხება. ვიდეოებსაც ვუყურებდი ხოლმე და რამდენიმე ნიმუშიც მარტომ, მხოლოდ ჩემთვის გავაკეთე. თავიდან მერიდეობოდა მათი სოციალურ ქსელში დადება, რადგან არ ვიცოდი როგორ აღიქვამდა ამას საზოგადოება".


სოციალური ქსელი ხვიჩასთვის ის სივრცე გახდა, რომელმაც პოპულარულობა მოუტანა. ხოლო ვირტუალური დამთვალიერებლისგან უამრავი დადებითი შეფასება, ერთგვარი სტიმული – მეტი ემუშავა.


„არ მაქვს პრეტენზია რომ დიდ ხელოვნებას ვქმნი. უბრალოდ დავინახე ეს სხვასაც მოსწონს. ამავდროულად, პანდემიამ იმი გარდა რომ მხატვრობასთან დამაბრუნა, ეს პერიოდი ჩემთვის ფინანსურადაც საინტერესო გახდა. რამდენიმე ნამუშევარი საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და უცხოეთში გაიყიდა".

ხვიჩამ საბაზისო განათლება ქუთაისის სამხატვრო სკოლაში ადრეულ ასაკში მიიღო, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ  ტელევიზიამ გაიტაცა.

"ბავშვობაში აკვარელით ვხატავდი, მერე გუაშით განვაახლე, ახლა აკრილსა და თიხაზე ვმუშაობ. ტილოზე სიძველეების გადატანა მიზიდავს. მაგალითად, მინიატურული კარის, ფანჯრის, პიანინოს. ვქმნი პორტრეტებსაც. ზოგიერთი დეტალს თიხით, ზოგი აკვარელით, ან გუაშით იქმნება. ეს მრავალფეროვნება საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი გამოდის. მათი პირველი მნახველი შვილები და მეუღლეა".


ალბათ, ხვიჩას მსგავსად, როცა საყოველთაო კარანტინის დროს, ჩაკეტილ კარს მიღმა ცხოვრებასთან გამკლავებას ყველა თავისებურად ვცდილობდით, კარგი ამბებიც მოხდა. გამოთავისუფლებულმა დრომ, ზოგს საკუთარი თავის, ახლობლების ხელახლა აღმოჩენის შანსი მისცა, ზოგი კი ბავშვობაში მივიწყებულ ნიჭთან დააბრუნა.
Print