გადაცემები
კოსტავას საქმე - მანდატი, პასუხისმგებლობისა და პრივილეგიის ზღვარზე (გადაცემა)
FaceBook
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.

რამდენიმე დღეა ქუთაისში არ წყდება აქციები, მოთხოვნით - დატოვოს ქუთაისის საკრებულოს მანდატი უმრავლესობის დეპუტატმა ნანა კოსტავამ, რომელმაც სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა,  ჟურნალისტ სალომე ბარკერის მიმართ.


რამდენად აქტუალური პრობლემაა სიძულვილის ენის გამოყენება და ჰომოფობიური, დისკრიმინაციული  განცხადებები საჯარო მოხელეების მხრიდან ქართულ პოლიტიკურ რეალობაში - რა ვალდებულებას აკისრებს საჯარო მოხელეს ქცევის კოდექსი და ეთიკა და სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და არაეთიკურ ქცევას შორის?  რას ითხოვს სამოქალაქო სექტორო, რას მითხოვს ოპოზიცია და რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები:  სამოქალაქო აქტივისტი გოჩა ჩხეტია, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია:

Print