არსებული ინფორმაციით, ბაღდათის გამგებელს თანხის გაფლანგვაში
ედავებიან.
ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე ანტიკორუფციული საბჭოს
წარმომადგენლებმა დააკავეს. როგორც ქუთაისიპოსტთან საუბარში ბაღდათის
საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე განმარტავს, გეგეშიძე
საკუთარი კაბინეტიდან აიყვანეს.
"დეტალებს ვერ გეტყვით რადგან არ ვარ საქმის კურსში. მხოლოდ იმის თქმა
შემიძლია, რომ ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლები იყვენენ და
მათთან გასაუბრების შემდეგ მოხდა გამგებლის აყვანა", - ამბობს გრიგოლ
მაჩიტაძე.
არსებული ინფორმაციით, ბაღდათის გამგებელს თანხის გაფლანგვაში
ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები