ახალი ამბები
რა სიმპტომები ახასიათებს სხეულის გადახურებას - მაია ბუწაშვილის განმარტება
FaceBook
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სხეულის გადახურების სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვები მზეს მოარიდოს.
სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება გულის წასვლაც, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია დეზორიენტაცია.

სპეციალისტის თქმით, ზაფხულში არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში.

ასეთ დროს შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის აწევა. მშობლები როდესაც ხედავენ, რომ ბავშვი კარგად არ გრძნობს თავს, სიცხეს უზომავენ და ტემპერატურა მომატებულია, იწყებენ მიზეზის ძებნას და გამოკვლევებს. ვინაიდან ასეთი შემთხვევები ახლა არაერთია, როცა ბავშვს უბრალოდ გადახურების გამო აეწია ტემპერატურა და არავითარი ინფექციური დაავადება არა აქვს, ამიტომ ვიფიქრე ეს დამეწერა'',- ამბობს მაია ბუწაშვილი.

ბუწაშვილის თქმით, სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება გულის წასვლაც, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია დეზორიენტაცია.

თუ ბავშვი სითხეს ვერ იღებს ან აღებინებს, საჭირო ხდება სითხის გადასხმა. პირველი დახმარებაა გრილ ადგილას მოთავსება, ბევრი სითხის მიცემა, ცივი ტილოს დადებით სხეულის გაგრილება. გართულებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

სპეციალისტის თქმით განსაკუთრებით საშიშია გაჩერებულ მანქანაში ბავშვის ყოფნა სიცხის დროს.


Print