ახალი ამბები
ქუთაისში ტრანსპორტმა მუშაობა ახალი ავტობუსებით განაახლა
FaceBook
ორ თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს  მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დაიწყო.

ქალაქში  მგზავრებს 36  ახალი ტრანსპორტი მოემსახურება. თუმცა ტრანსპორტი ძველი სვლაგეზის გეგმით განაახლებს მუშაობა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება და აკრძალულია ფეხზე დგომა. სატრანსპორტო საშუალებაში რეგულაციების დაცვას მონიტორინგის სამსახური უზრუნველყოფს.

ახალ ავტობუსში მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი და დამონტაჟებულია სადეზინფექციო ხსნარი.



კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ტრანსპორტი დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს.

კორონაპანდემიის გამო ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ წელს ქუთაისს 36 ავტობუსი გადასცა. აქედან, 30 ავტობუსი გათვლილია 50 მგზავრზე, ხოლო 6 სატრანსპორტო საშუალება იტევს 83 მგზავრს. ყველა სატრანსპორტო საშუალება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი ავტობუსები ყველაზე დატვირთულ საავტობუსო ხაზებს ჩაანაცვლებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

Print
თეგები: #ტრანსპორტი