ახალი ამბები
შსს ქუთაისში მოზარდის გარდაცვალებასა და ჩხუბს არ ადასტურებს
FaceBook
ქუთაისში, მოზარდებს შორის ჩხუბსა და შედეგად ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.

მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით ქუთაისიპოსტმა გაავრცელა. მედიაორგანიზაციას, ასევე, ერთ-ერთ მაღაზიაში უთხრეს, რომ სამართალდამცავები მისული იყვნენ და კამერების ჩანაწერები წაიღეს. ასევე, ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით, მან დაინახა ადგილზე მყოფი პოლიციელები. 

გარდა ამისა, იქვე მდებარე მეორე მაღაზიაში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ მათაც აქვთ ინფორმაცია მოზარდების ჩხუბის თაობაზე, თუმცა თავად არაფერი დაუნახავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

ქუთაისიპოსტი მკითხველს ბოდიშს უხდის დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აღებულია ვებ-გვერდიდან. 



Print