ახალი ამბები
ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის მერიასთან (ვიდეო)
FaceBook

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქუთაისის მერიის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.


აქციის მონაწილეებს ერთ-ერთი მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომელიც ამბობდა, რომ აქცია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არის ორგანიზებული, რომლებსაც უფლება არ აქვთ პროტესტი გამოთქვან.

სიტყვიერ შელაპარაკებას აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ხელჩართული ჩხუბი მოყვა. ერთ-ერთ მოქალაქეს შუბლის არეში აქვს დაზიანება მიყენებული. აქციის ორგანიზატორები მომხდარს ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებენ.

" ეს არის ბიძინას იაფფასიანი პროვოკაცია და არ უნდა ავყვეთ. პოლიციას მოვუწოდებთ,   დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.





ქუთაისის მერიასთან ვითარება  რამდენჯერმე დაიძაბა, რაც საბოლოოდ, პოლიციამ განმუხტა.

"სირცხვილია", "საქართველო ივან
იშვილის ოლიგარქიული მმართველობის გარეშე"- ამ შეძახილებით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აქციის მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრის წინ აპროტესტებდნენ,  შემდეგ კი მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.

20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, დემონსტრანტების სისხლიანი  დარბევის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.


14 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოება საკუთარ მონაპოვრად მიიჩნევდა, ჩაადგო. შედეგად, უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, ხოლო ოპოზიცია გაერთიანდა სლოგანით „ყველა ერთის წინააღმდეგ“. თბილისსა და დედაქალაქებში ხელახლა დაიწყო საპროტესტო აქციები.  ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ეს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო  სისტემა მხოლოდ 2024 წელს ამოქმედდება.

რომელ საარჩევნო სისტემას უჭერენ მხარს ქუთაისში ნახეთ ვიდეოგამოკითხვა.
Print