ახალი ამბები
სკოლები ქუთაისში, სადაც მასწავლებელთა გამოცდა ჩატარდება
FaceBook
ქუთაისის N1 და N41 საჯარო სკოლებში მასწავლებელთა გამოცდები ჩატარდება.
მასწავლებელთა გამოცდა 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტები, მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრში გადანაწილდებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის თქმით, ნოემბერში დაგეგმილ გამოცდების პირველი სესიები 11:00 საათზე დაიწყება, აპლიკანტები კი საგამოცდო ცენტრში 10 საათზე უნდა გამოცხადდნენ. აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი.

Print