ახალი ამბები
ტყიბულში შინდისის გმირს ბიუსტი დაუდგეს
FaceBook

2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ ტყიბულის მკვიდრს, ნიკოლოზ ფორჩხიძეს თავის სოფელ ძიროვანში ბიუსტი დაუდგეს.

ბიუსტის დაგმის ინიციატორი ნიკოლოზის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი კობა ფორჩხიძეა, რომელმაც იდეის განსახორციელებლად ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი გაიღო. მეგობრის სულის უკვდავსაყოფად მან აგვისტოს გმირის ბიუსტი სოფლის ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე აღმართა.



ბიუსტის გახსნას ძიროვანში თანასოფლელებთან ერთად ნიკოლოზის მშობლებიც დაესწრნენ.

ნიკოლოზ ფორჩხიძე ერთ-ერთია იმ 17 მებრძოლთა შორის, რომელიც ომის დასრულების შემდეგ გმირულად დაეცა შინდისში. მისი გარდაცვალების შეტყობინება ოჯახმა 17 აგვისტოს მიიღო. 24 წლის ნიკოლოზ ფორჩხიძე წოდებით კაპრალი იყო. ახალგაზრდა მებრძოლს „მხედრული მამაცობისთვის“ მედალი საქართველოს პრეზიდენტისგან გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.

Print