ახალი ამბები
ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ წუთებში ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც "ქართული ოცნების" ოფისია, ნარკორეალიზატორი დააკავა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1976 წელს დაბადებული ი.ჟ. ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ჟ. ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით.


ამავე თემაზე:

ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციაა მობილიზებული


"მოხდა დაკავება" - დეპუტატი "ოცნების" ოფისთან მობილიზებულ სამართალდამცავებზე

Print