საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხევა გამოვლინდა.


დადასტურებულ შეთხვევათა რაოდენობა 981 გახდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.


კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რის შემდეგაც გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 851 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 4851 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

Print