ჩოხა და მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიცია - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით
FaceBook

ჩოხა-ახალუხის ტარებისა და მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი“.- წერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთაძის 9 ივნისის ბრძანებაში


ბრაძნებაში ასევე ნათქვამია: „დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

ბრძანება 17 ივნისს გამოქვეყნდა.

ჩოხა-ახალუხი ქართულ წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდან.

 

Print