„20 ივნისს ჩემგან ისევ მოგიწევთ ინტერვიუს აღება“ - გახარია შესაძლო გადადგომაზე
FaceBook

გიორგი გახარიამ მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, მისთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს და იქვე დაპირება გასცა, რომ 20 ივნისს ჟურნალისტებს მისგან კვლავ მოუწევთ ინტერვიუს აღება.

"მინდა მადლობა გითხრათ,  იმიტომ, რომ იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული,  უკვე იმუნიტეტი შემძინეთ და არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის სად ვიქნები- მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი. მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება ",- აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის შემოვლითი გზა დაათვალიერა. პრემიერი იმერეთის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.

 


 

Print