ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში “კოვიდ 19” -ის დიაგნოზით ერთი პირი შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში “კოვიდ 19” -ის დიაგნოზით წყალტუბოს მუნიციპლიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაცია მოთავსებული. ახალი ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურში განმარტავენ, რომ პაციენტის კლასტერს ამ დროისთვის ადგენენ, ის საკუთარი ბინიდან გადაყვანეს საავადმყოფოში.

ამ დროსითვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული 24 პირი მკურნალობს, აქედან 3 არასრულწლოვანია, 13 პაციენტს აღენიშნება პნევმონია,
საავადმყოფო უკვე დატოვა ერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 68  გამოჯამრთელდა სამი კი გარდაიცვალა.
Print