ქუთაისში, რეზო ჭეიშვილის „გადანახული ჩანაწერების“ მესამე და მეოთხე ტომი გამოიცემა
FaceBook

ქუთაისში რეზო ჭეიშვილის "გადანახული ჩანაწერები"-ს  მესამე და მეოთხე ტომის გამოცემა იგეგმება.

 

 

„გადანახული ჩანაწერები“-ს ბეჭდვითი მომსახურებაზე ქუთაისის მერია  ტენდერს აცხადებს .

სატენდერო ღირებულება 9`940 ლარს წარმოადგენს.

წინადადების მიღება იწყება 25-ში  და სრულდება 27 თებერვალს.

წიგნის ტირაჟი 600 ცალს შეადგენს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული „მიმწოდებელი“ ვალდებულია რეზო ჭეიშვილის  „გადანახული ჩანაწერები“-ს ბეჭდვითი მომსახურება განახორციელოს ორ ეტაპად: მესამე ტომის მიწოდების ვადაა 2020 წლის 29 მაისი (ტირაჟი - 300 ცალი), ხოლო მეოთხე ტომის მიწოდების ვადა კი 2020 წლის 31 აგვისტო. (ტირაჟი - 300 ცალი)

 

 

Print