საქსტატი: საქართველოში სოციალური უთანასწორობა შემცირდა
FaceBook

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,02 პუნქტით შემცირდა და 0.39 ნიშნულს მიაღწია.


სხვანაირად რომ ვთქვათ საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა.

 

ჯინის კოეფიციენტის შემცირება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა შემცირდა.

ცნობისთვის, ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღეისათვის ეს განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 100 კი, უთანასწოროს. აღნიშნული ფორმულა ძირითადად ქვეყნებში ფულის განაწილების გასაზომად გამოიყენება.

bpn.ge

Print