ქუთაისში შ.შ.მ. პირებს შორის, შაშსა და ნარდში, ტურნირი გაიმართება
FaceBook

შ.შ.მ. პირებს შორის, ნარდსა და შაშში. გოჩა ქვარიანის სახელობის ტურნირის ორგანიზებისთვოის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.

სატენდერო  დოკუმენტაციის მიხედვით „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს ფასების ცხრილით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ტურნირის ორგანიზება ნარდსა და შაშში ქალაქ ქუთაისში, გარემონტებულ, შ.შ.მ. პირებთან ადაპტირებულ, კონდენცირებითა და განათებით უზრუნველყოფილ სპორტ დარბაზში.

ტურნირი 2020 წლის 28 თებერვალს  გაიმართება

შესყიდვის  ღირებულება 2`692 ლარს შეადგენს.

ტურნირში მონაწილეობას 60- მდე ადამიანი მიიღებს.

Print