კარგი პოპ-მუსიკის საიდუმლო
FaceBook

მუსიკას შეუძლია ადამიანი გააბედნიეროს.



მაგრამ რატომ ხდება რომ დადებით ემოციებს ყოველთვის იწვევს ერთმანეთის მსგავსი აკორდები პოპულარული სიმღერებიდან? მკვლევარებმა გააანალიზეს ასობით სიმღერა და იპოვეს პასუხი ამ კითხვაზე,  წერს ჟურნალი  Der Spiegel.


პოპ მუსიკას ძირითადად აკრიტიკებენ იმიტომ რომ ამ მუსიკალურ მიმართულებაში სიმღერები ერთმანეთს გავს. მიუხედავად ამისა კომპოზიციები კარგად აღიქმება და მიიღება ფართო საზოგადოების მხრიდან.


ამის მიზეზის გასარკვევად ვინსენტ ჩენგმა ლაინფიგის მაქს პლანკის სახელობის კოგნიტური და ნეირომეცნიერებების საზოგადოების წევს კოლეგებთან ერთად შეისწავლა 80 ათასი აკორდი 750 სიმღერიდან რომლებიც ამერიკულ ჩარტებში აღმოჩნდნენ 1958 წლიდან 1991 წლის ჩათვლით.


კომპიუტერულმა პროგრამამ გამოთვალა რა ალბათობით ხვდებიან ერთმანეთს განსაზღვრული აკორდების თანმიმდევრობები და დაუდგინა თითოეულ აკორდეს ორი მაჩევენებელი: მუსიკალურ კონტექსტში  რამდენად მოსალოდნელი ან მოულოდნელი იყო თითოეული აკორდი და რამდენად გამოხატულად შეეძლო აკორდს მსმენელისთვის მიეცა იმის საშუალება გამოეცნო სიმღერის შემდეგი მსვლელობა. “

"მკვლევარებმა 40-მდე მონაწილეს დაუკრეს ნაწყვეტები სიმღერებიდან თუმცა ისინი იმდაგვარად შეცვალეს რომ სიმღერის ცნობა შეუძლებელი იყო.კვლევაში ჩართული პირებიმხოლოდ აკორდების თანმიმდევრობას ისმენდნენ.


მკვლევარებმა გაარკვიეს რომ სიმღერა მსმენელს სასიამოვნო ეჩვენებოდა მაშინ  როდესაც იმ აკორდების თანმიმდევრობას რომელიც საშუალებას არ იძლევა გამოიცნო, მოსდევდა შედარებით ნაცნობი აკორდები. „იმ აკორდებსი შემდეგ რომელცი სასუალებას იძლევა გამოიცნო სიმღერის შემდეგი განვითარება შედარებით სასიამოვნოდ ჟღერდა მოულოდნელი აკორდი, წერს მკვლევარი ჟურნალში Current Biology


"მრტ-მ  (მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიულმა) კვლევამ  დაადასტურა  აღნიშნული დასკვნები. კვლევაში ჩართული პირების ტვინის ის ნაწილი რომელსაც ბედნიერების შეგრძნება ეხება , მოლოდინის მიუხედავად საწინააღმდეგოდ, რეაგირებდნენ არა მუსიკის, როგორც ასეთის, მოსმენისას, არამედ მაშინ როდესაც მსმენელი ცნობისმოყვარეობით ელოდა კომპოზიციის გაგრძელებას. მოსმენაზე

აღმოჩნდა რომ მონაწილეებს ის სიმღერები ეჩვენებოდა სასიამოვნო სადაც მიღწეული იყო კარგი ბალანსი მოსალოდნელსა და მოულოდნელს შორის.

მკვლევარების თქმით მთავარი მნიშვენლობა ენიჭება კონკრეტულად რომელ მუსიკალურ კონტექსტში გააოცებ მსმენელს აკორდების თანმიმდევრობით

 

 

Print