პოეზიის მხატვრის გამოფენა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ბათუმელი მხატვრის ფრიდონ იჯარეთელის პერსონალური გამოფენა გაიმართა. 


ეს ფრიდონ იჯარეთელის პირველი პერსონალური გამოფენაა ქუთაისში. 

„მე პოეზიის მხატვარი ვარ“-  აღნიშნავს ფრიდონ იჯარეთელი.

დამთავლიერებელს შეუძლია იჯარეთელის პოეზია ხაზსა და ფერში იხილოს. 
„ფრიდონს დეკორატიულ ხელოვენებსთან აქვს შეხება. ამიტომ მხატვარი დეკორატიული მხრივ განვითარდა. გამორჩეული მხატვარია და თავისი საინტერესო ხელწერა აქვს“, - აღნიშნა აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ფუტკარაძემ 

გამოფენილი მხატვრის ბოლო წლებში შექმნილი 50-მდე ტილო იყო წარმოდგენილი.

ფრიდონ იჯარეთელი ტილოებს სახელებს არ არქმევს. ამ საქმეს დამთვალიერებელს ანდობს. 

გამოფენა 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. 







Print