„ქუთაისს ეს ფესტივალი უნდა ჰქონდეს“ - ქუთაისში ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიხსნა
FaceBook

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის ქუთაისის  III საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიხსნა


ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება. მასში ქუთაისის,  ბათუმის  თბილისის საბალეტო სკოლების გარდა პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, აშშ-ს, გერმანიის, იაპონიის და სხვა ქვეყნების საბალეტო სკოლები და სტუდიები იღებენ მონაწილეობას. 

„მიხარია რომ ამ ფესსტივალმა გაუძლო დროს, შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ დავიწყეთ არაფრიდან. თუმცა ქუთაისს აქვს ის ისტორია და წარსული, რომ ეს ფესტივალი ამ ქალაქში უნდა არსებობდეს“, -აღნიშნა ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნატალი პატარიძემ.  

2019 წლის ქუთაისის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე არის ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი ჟან იან ესკერი, ტალინის საბალეტო სკოლის დირექტორი იანსონ ვერსტურსი, საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე.

ფესტივალის საპატიო სტუმარია  მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.


FaceBook




Print