ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. 

კონფერენცია  მეთერთმეტედ ტარდება და  ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მწერალსა და მთარგმნელს - ივანე მაჩაბელს ეძღვნება.

.იგი ორი დღე (26-27 ოქტომბერი ) იმუშავებს.

ორგანიზატორების განმარტებით კონფერენციაში წელს, სპეციფიკური თემატიკის გამო, მხოლოდ ქართველი მკვლევრები იღებენ მონაწილეობას

კონფერენციის თემებს სხვადასხვა დროს წარმოადგენდნენ  საზოგადო მოღვაწის ანტონ ლორთქიფანიძის ცხოვრება, „ვეფხისტყაოსანი“ , „ქუთაისი“და სხვა საკითხები.
Print