ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლი გააპროტესტეს
FaceBook
ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ მესხიშვილის თეატრში მოსკოვის თეატრის Театр у Никитских ворот გასტროლს აპროტესტებს.

,,მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიებისს 20% ოკუპირებულია და დღესაც ატოცში მავთულხლართებს მართავენ რუსი ოკუპანტები ქუთაისში მოსკოვის თეატრს არ უნდა მასპინძლობნდნენ, - "ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა „წითელ ბარათი“ უჩვენეს როგორც მესხიშვილის თეატრს ისე მოსკოვის თეატრს.
,თუკი მესხიშვილის თეატრის წარმომადგენლები ბოდიშს მოიხდიან და მოსკოვის თეატრის დასის რომელიმე წევრი გამოვა და აღიარებს  რომ რუსეთი ოკუპანტია მაშინ აღარ ვუჩვენებთ წითელ ბარათს," -ამბობს „რუსეთი ოკუპანტია“ აქტივისტი ნიკა დეისაძე.

მესხიშვილის თეატრის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

მოსკოვის თეატრის Театр у Никитских ворот გასტროლი 19-20 ოტქომბერს დაიგეგმა მესხიშვილსი თეატრში. მათ სპექტაკლი „ჩვენი ეზოს სიმღერები“ უნდა წარმოედგინათ. .

Print