სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 38.22%-ით გაიზარდა
FaceBook

სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 38.22%-ით გაიზარდა.


 

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული მონაცემი მათ 2019 წლის იანვარი-აგვისტოს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიიღეს.

კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 217 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 157 შემთხვევა იყო.

რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, უწყების ცნობით, გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 9 (5.73%), ხოლო 2019 წელს - 8 (3.69%) საქმე გაიხსნა.

bpn.ge

Print