ქუთაისში სტიქიის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 300-მდე შეტყობინება შევიდა
FaceBook

28 სექტემბერს ძლიერი წვიმის გამო ქუთაისს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.




ჯერჯერობით ზარალის რაოდენობა უცნობია. მას  საგანგებო შტაბი ითვლის.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით  მათ უწყებაში 300-მდე შეტყობინება შევიდა.


დაზარალებულთა შორის იყო  სამი საავადმყოფო, ასევე დაიტბორა ცენტრალური ქუჩები , წყალი შევარდა კერძო სახლებსა დ ა ობიექტებში , დაიტბორა სარდაფები.

ქუთაისში, ძლიერი წვიმის გამო  გორას დასახლებაზე  დაიბზარა ორ ოჯახში პირველი სართულის კედელი და ეზოებში შინაური ფრინველი დაიხრჩო.

Print