მესხიშვილის თეატრი გასტროლებს სამ ქვეყანაში გამართავს
FaceBook

ბელორუსი, ლიეტუვა და უკრაინა - ეს ის ქვეყნებია, რომელთაც მესხიშვილის თეატრი ოქტომბერსა და ნოემბერში ეწვევა.

საგასტროლო ტურნე ბელორუსიდან დაიწყება, რომელსაც 5 ოქტომბერს ეწვევიან.

ბელორუსში იწყება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობს მესხიშვილის თეატრიც.

9-10  ოქტომბერს, მინსკში,  „ბელორუსი დრამატურგების თეატრში“ გამართავენ წარმოდგენებს.

ნაჩვენები იქნება სპექტაკლები „სიმართლე“ და „ქარი ქრის ვერხვებში“.

ბელორუსიდან ტურნე ლიეტუვაში გაგრძელდება. 11 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრი კაუნასის თეატრში წარმოადგენს სპექტაკლებს.

1 ნოემბერს მესხიშვილელები  უკრაინაში ვინიცას,მუსიკალურ თეატრს ეწვევიან.

დაგეგმილია საპასუხო ვიზიტიც ქუთაისში.

„ეს თეატრები ჩვენი დამეგობრებული თეატრებია, ისინი ქუთაისს ამ შემოდგომაზეც ეწვევიან“, - აღნიშნა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

მესხიშვილის თეატრი თავის 135-ე სეზონს 27 სექტემბერს პრემიერით ხსნის.

Print