ევროპა და მართლმადიდებლობა - მითი და რეალობა
FaceBook

„ევროპის ქვეყნების ცხოვრების წესი  შორიდან სხვანაირი ჩანს,, მაგრამ როდესაც აქ ჩამოხვალ და ამ ყოფას შენც გაიზიარებ, ხვდები რომ უამრავი მითის მსხვერპლი იყავი.


„აქ  ყველას თავისი ცხოვრება აქვს არავინ არავის არაფერს ართმევს, მითუმეტეს იდენტობას და რწმენას.. ეს ერთ- ერთი ყველაზე აბსურდული მითია “, - ამბობს მერაბი, რომელიც საბერძნეთში ერთი წელი ცხოვრობდა.

 

მერაბისგან განსხვავებით სხვა რეალობას ხატავს ევროპის შესახებ ქართული მითოლოგია. ამ მითოსიდან ერთ- ერთი მუშა მითის თანახმად ევროკავშირი ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს და ქართულ საზოგადოებას თავს ახვევს გარყვნილი ცხოვრების წესს.


ამ მითოსის მთავარ გამტარებად  და მედიუმებად ქართული მედია სახელდება.


მედიის განვითარების ფონდის (MDF) 2017 წლის მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზმა აჩვენა რომ მედიაში კვლავაც დომინირებს აზრი, დასავლეთის „მავნებლობის “ შესახებ. მაგალითად კვლევის თანახმად 2017 წელს მონიტორინგის სუბიექტ 17 მედია საშუალებაში სულ 1967 ანტიდასავლური კომენტარი გამოვლინდა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, შესაბამისად ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროდ, წინა წლების მსგავსად, მედია (827) რჩება, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ. შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37).


ეს გზავნილები სხვადასხვა შინაარსისაა, თუმცა არაიშვიათად გაიჟღერებს ინფორმაცია საფრთხეებზე, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში თითქოსდა მართლმადიდებლობას ემუქრება.


არადა ფაქტები სხვა რეალობას აჩენენ - საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი მართლმადიდებელი აღმსარებლობის ქვეყნები  ევროკავშირის წევრები არიან. მათ იდენტობას, სარწმუნოებას და ოჯახის ტრადიციებს ამ ქვეყანებში  არაფერი დამუქრებია.


დასავლეთი „ავტორიტეტის შელახვით“ არასდროს დამუქრებია ქართულ მართლმადიდებლობას წარსულშიც.

კომუნისტური რევოლუციის შედეგად რუსეთიდან დევნილი თეოლოგები და ქრისტიანი მოაზროვნეები სწორედ ევროპასა და აშშ-ში  შეიფარეს.
ქართცელი მეფეები რომის ეპისკოპოსს სულიერ მამად მოიხსენიებდნენ.

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, პირველი ქართული გრამატიკისა და პირველი ქართული ზღაპრების კრებულის გამოცემა კათოლიკე ეკლესიის სახელთანაა დაკავშირებული.

სამაგიეროდ XiX ს-ის დამდეგს მართლმადიდებელი რუსეთის იმპერატორმა  საქართველოს ავტოკეფალია გააუქმა და იგი ობერპროკურორსა და რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა.

“ზოგადად, მართლმადიდებლების მხრიდან  ასე დასმა საკითხისა, არის თუ არა ევროპა საფრთხე - ოქსიმორონად შეიძლება ჩაითვალოს. რეალურად, მართლმადიდებლობას გამოწვევების წინაშე აყენებს და უმძიმეს პრობლემებს უქმნის  არა ევროპა, არა დასავლეთი, არამედ ის ქვეყნები, სადაც ეკლესიას მუდმივად პოლიტიკური მიზნებით იყენებენ, როგორც ეს რუსეთსა და ხშირად, საქართველოშიც ხდება. ხოლო მართლმადიდებელი მოქალაქეები სიცოცხლის ხელყოფისა და უფლებების შელახვის საფრთხის წინაშე იმ სახელმწიფოებში დგანან, სადაც იდეოლოგიზებული ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებია დამყარებული“, ამბობს ბექა მინდიაშვილი.

ფაქტია რომ  ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მისთვის საგანგებოდ დათმობილ კათოლიკურ და პროტესტანტულ ტაძრებში იკრიბება და მსახურობს. ამ საქმეში ქართველ ორთოდოქსებს მხარში უდგანან დასავლელი ქრისტიანები.

Print