„მცოცავი სახლები“ - საფრთხე, რომელიც გორის უბნის მცხოვრებლებს ემუქრებათ
FaceBook

მცოცავი მიწა და ავარიული სახლები - მიქელაძე-მეველეს ქუჩის მცხოვრებლები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებზე საუბრობენ.



მარგარიტა იზორია უკვე 10 წელია, მიქელაძე-მეველეს ქუჩის 16 ნომერში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. იმის გამო, რომ სახლი ჯებირით სათანადოდ გამაგრებული არაა, მიწა უკან იწევს და ნელ-ნელა საცხოვრებელსაც ბზარები უჩნდება.





როგორც 63 წლის ქალბატონი ამბობს, განცხადება მერიაში მარტის თვეში შეიტანა, რის შედეგადაც ჯებირის გაკეთებას დაჰპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ შეუსრულებიათ. ,,მითხრეს გზას რომ გავაკეთებთ, შენს სახლსაც გავამაგრებთო, მაგრამ არც გზა კეთდება და არც ჩემს პრობლემას აგდებს ვინმე რამედ. ჯებირი, რომელიც ამ დროისთვის ჩემს სახლთან დგას, ბინას სათანადოდ ვერ ამაგრებს. საკმარისია ერთი წვიმა და ყველაფერი დაინგრევა. მუდმივად საფრთხის მოლოდინში ვართ"-აღნიშნა მარგარიტა იზორიამ.



იგი ჯებირის დროულ ჩასმას ითხოვს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიქელაძე-მეველეს ქუჩაზე ერთი სახლი ჯებირით უკვე გამაგრდა, დარჩენილი ორი სახლი გამაგრება კი მომავალში იგეგმება. მერიის განმარტებით, ქუჩაზე წარმოებული სარეკონსტრუქვციო სამუშაოების დასრულებისთანავე ავარიული სახლების პრობლემაც მოგვარდება.


ავტორი: ლილე ბერაძე

 

Print