"მოჭრილი ხეების ადგილზე ახალი ნერგები დაირგვება "-ქუთაისის მერია
FaceBook
ქუთაისის მერია ქალქის ცენტრში, "თიბისი ბანკის " მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვების მოჭრაზე განმარტებას აკეთებს.
მერიის ინფორმაციით,  ბანკის ქუთაისის ფილიალმა,  მერიას ხეების დაზიანების შესახებ 24 მაისს მიმართა. წერილში ბანკი განმარტავდა, რომ შენობის მიმდებარედ არსებული ორი ნაძვი დაზიანებული იყო და ის საფრთხეს უქმნიდა როგორც მოქალაქეებს, ასევე, შენობას  და პარკირების ადგილზე მდგომ ავტომანქანებს.


"ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ხეები, რომლებიც გახმა, საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს, ბანკის შენობას და პარკირებაზე მდგომ ავტომობილებს.    საკითხი შეისწავლა ა (აიპ) სპეციალური სერვისების ეკოლოგიურმა სამსახურმა და გამხმარი ხეების მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო.  რამდენიმე დღეში მოჭრილი ხეების ადგილზე ახალი ნერვები დაირგვება "-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქუთაისში, "თიბისი ბანკის " ფილიალის წინ ორი ნაძვი მოჭრეს.  როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიამ ნაძვების მოჭრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც  მას "თიბისი ბანკმა" 
მიმართა და აცნობა, რომ ხეები გამხმარი იყო. 
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ  ხეები განზრახ გაახმეს, რადგან ბანკის წინ პარკირების ადგილი გაფართოებულიყო .
Print