მესხიშვილის თეატრი სეზონს 25 ივლისს დახურავს
FaceBook
25 ივლისს,ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი სეზონს ხურავს.


სეზონის დახურვის წინ წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ბულბულის ნისკარტი“.

იგი „ცისფერყანწელების“, კერძოდ, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებასს ეხება.

სპექტაკლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა.

ამ სპექტაკლით მესხიშვილის თეატრი 135-ე შემოქმედებით  სეზონს დახურავს.


თიკო ჩაკვეტაძე
Print