ქუთაისში, სოციალურად დაუცველი თავშესაფარს ითხოვს
FaceBook
ქუთაისელი სოციალურად დაუცველი ლეილა ვაჩნაძე თავშესაფარს ითხოვს.

61 წლის ქალბატონი ერთ პატარა ოთახში 21 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. არც სახლი და არც საოჯახო ინვენტარი მათ არ ეკუთვნით.

როგორც ლეილა ვაჩნაძე ამბობს, ყოველდღიურად ელის, რომ ბინის დაცლას მოსთხოვენ. ,,საერთო საცხოვრებელში ვერ მოვხვდით. დამპირდნენ, რომ ბინაში გადამიყვანდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც შოთა მურღულია წავიდა, მითხრეს ჩვენ არაფერს დაგპირებივართო"- ამბობს სოციალურად დაუცველი ქალბატონი.

დედა-შვილის შემოსავალს 120 ლარის სოციალური დახმარება და 200 ლარის პენსია წარმოადგენს. ეს თანხა არც საჭმელში და არც წამლებში არ ჰყოფნით. ლეილა ვაჩნაძეს გულის არითმია აქვს, რის გამოც ყოველთვიურად დიდი რაოდენობის წამლები სჭირდება.

იგი ამბობს, რომ თუ ადგილობრივი ხელუსუფლება მათ პრობლემებზე ისევ თვალს დახუჭავს, მერიის წინ კარავს გაშლის და აქციებს გამართავს.

დედა- შვილი გოგი წულაიამ მოინახულა. როგორც პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, მერიამ მივლინებებზე 155 ათასი ლარის თანხა დახარჯა, მაგრამ 155 ლარის საქმეც არ გაუკეთებია. გოგი წულაიას თქმით, ადგილობროვი ხელისუფლება საკუთარი სიამოვნებისთვის დიდ ფულს ხარჯავს, მაშინ როცა სოციალურად დაუცველ ოჯახს ვერ უზრუნველყოფს და ამის მიზეზად უსახსრობას ასახელებს.


ლილე ბერაძე
Print