" ტორპედოს " გულშემატკივრები საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ
FaceBook
ქუთაისის მერიასთან "ტორპედოს" გულშემატკივრების აქცია გრძელდება.

ფანკლუბის წევრების განცხადებით, მათი პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ წავა გუნდის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა.


გულშემატკივრები, ასევე ახალი სპონსორის მოყვანას და გუნდის გადარჩენას მოითხოვენ. მათი თქმით, ზაალ ჩაჩავამ დავალიანების ნაწილი დაფარა, რისი მიზეზიც გუნდში დარჩენის სურვილია, რასაც არ ეთანხმებიან და მოითხოვენ, ზაალ ჩაჩავამ მალევე დატოვოს გუნდი.
Print