საზოგადოება
ნამახვანჰესი საშიშ ზონაში - საფრთხე, რომელიც დასავლეთ საქართველოს ემუქრება (ვიდეო)
FaceBook
დატბორილი სოფლები, გადასახლების მოლოდინში მყოფი მოსახლეობა, მეწყერსაშიშ ზონად ქცეული ხეობა - საფრთხე, რომელიც დასავლეთ საქართველოს ემუქრება

არსებული საფრთხეების ფონზე ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში ჰესის მშენებლობის პოზიტიურ შედეგებზე მიანიშნებენ.
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის მიუხედვად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის განცხადებით, ვერც კომპენსაციებზე და ვერც არსებული საფრთხეების შემარბილებელ ღონისძიებებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. მაშინ როდესაც ს/ს "ნამახვანი" მოსახლეობასთან ხელშეკრულებების გაფორმებას უკვე ახორციელებს. თუმცა, დოკუმენტში სადაც, მხარეთა ვალდებულებებზეა საუარი, არანარი ჩანაწერი არ მოიპივება კომპენსაციებთან დაკავშირებით.

საშიში ზონა -" გზა ნამახვანჰესისკენ " - ნახეთ "ქუთაისიპოსტი"-ს ვიდეოსიუჟეტში:





გზშს ანგარიშის მიხედვით, ნამახვანის კასკადის შემადგენლობაში შემავალი ჰესების სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემაში დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდება და პირველ რიგში შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ხოლო წყალუხვობის პერიოდში ენერგიის იმპორტის გაზრდა მეზობელ ქვეყნებში.

***
ტვიში- ნამახვანი - ჟონეთის მონაკვეთში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1930-იანი წლებიდან მიმდინარეობდა კვლევითი სამუშაოები გაცილებით მცირე მოცულობის ჰესის ასაშენებლად. ამ პროექტის განახლების მცდელობები იყო 1960-იან და 1980-იან წლებში. თუმცა, ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე საბჭოთა საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა მის განხორციელებას. ბოლოს კაშხლის იდეა დღის წესრიგიდან 1990-იანი წლების დასაწყისში მოიხსნა.
20-წლიანი ინტერვალის შემდეგ, ენერგო-პროექტზე საუბარი 2008 წლიდან განახლდა. 2009 წლის 8 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს მთავრობამ (წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის მიერ), თურქულმა კომპანიამ Nurol Energy Production and Marketing Inc. („ნუროლი“), კორეულმა კომპანიამ Korea Electric Power Corporation („კეპკო“) და ასევე კორეულმა კომპანიამ SK Engineering and Construction Co., Ltd  ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი საქართველოს მთავრობამ თურქულ-კორეული კომპანიების კონსორციუმთან ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განსახორციელებლად დადო. თუმცა, 2012 წლის თებერვალში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი ჯერ კორეულმა და შემდეგ თურქულმა კომპანიებმა დატოვეს. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტეს, მხარეებმა ვერ შეასრულეს მემორანდუმით აღებული გარკვეული ვალდებულებები და პროექტი ვერ გაგრძელდა.
მოვიანებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, ნამახვანის კასკადის ორსაფეხურიანი სქემა შერიჩა. ჰესების კასკადის სექმის ოპტიმიზაციის სამუშაოები და დამატებითი წინასაპროექტო კვლევები 2013-2014 წლებში სს "ნამახვანი"-ს დაკვეთით იტალიურმა კომპანიამ შეასრულა.
პროექტის გზშ დოკუმენტი შპს "გამა კონსალტინგმა" მოამზადა. პროექტის განმხორციელებელია ს/ს "ნამახვანჰესი".


თეა ზიბზიბაძე
Print