„ჯორჯიან მანგანეზმა“ კომპანიას, რომელიც მაღაროელებს საკვებით ამარაგებდა ხელშეკრულება შეუწყვიტა
FaceBook
„ჯორჯიან მანგანეზმა“ კომპანიას, რომელიც მაღაროელებს საკვებით ამარაგებდა ხელშეკრულება შეუწყვიტა.

შპს ,,სალე" - ს დამფუძნებელი ირმა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მანგანეზს მის მიმართ ასიათას ლარამდე დავალიანება აქვს, შესაბამისად სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

ირმა გაფრინდაშვილის თქმით, სამი წლის განმავლობაში ვახტურ რეჟიმზე მყოფ მაღაროელებს საკვებით ამარაგებდა, აპრილში კი თავად კომპანიის შეთავაზებით ,,სალემ" ყველა მაღაროში მშრალი ულუფებით მომარაგება დაიწყო. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციას მის მიმართ შენიშვნა არასდროს გამოუხატავს. იცოდა, რომ კვება არასათანადო იყო, რადგან ერთი მაღაროელისთვის 1,80 თეთრი იყო გამოყოფილი, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები თანხის გაზრდაზე მიმდინარეობდა.


გაფრიდაშვილი სრულად იზიარებს გაფიცულების მოთხოვნებს და ხელშეკრულების შეწყვეტაში კომპანიის გენერალური დირექტორის აკაკი გურჯიძის ინტერესებს ხედავს.
Print