საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ავტომობილი ჰყავს
FaceBook

საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 46%ავტომობილს ფლობს


აღნიშნულ ინფორმაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, კვლევა  ქვეყანაში საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებულ ტენდენციებს ასახავს. ორგანიზაციამ საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები მიმდინარე წლის მარტში შეისწავლა.

როგორც აღმოჩნდა საწვავის არჩევის დროს მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას ფასს აქცევს, შემდეგ კი - ხარისხს. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი ქვეყანაში 5%-დან 27%-მდე გაიზარდა. საქართველო მთლიანად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული. მათ შორის, 2018 წელს ქვეყანში 864 მილიონი დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ჯამური იმპორტის 9.5%-ია.

ამასთან, იმპორტირებული საწვავის 83% ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. კვლევის მიხედვით, 2014-2018 წლებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო. ცნობისთვის,

bpn.ge

Print