ქუთაისში, გალა კონცერტში მონაწილეობას სოფო ბათილაშვილი, ნუკრი კაპანაძე და სხვა ცნობილი მომღერლები მიიღებენ
FaceBook
ქუთაისში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

დაგეგმილია საკონცერტო პროგრამა, იმღერებს ,,ოჩოს ქოხი’’, ,,კნეინა’’ , ,,New face’’, ,,Four Line’’, ქუთაისის სახელმწიფო კაპელა - საქართველოს ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს.

გალა კონცერტზე, რომელიც 19:00-დან – 23:00 - მდე გასტანს, იმღერებს ქუთაისის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნუკრი კაპანაძე, სოფო ბათილაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი,  გიორგი ცაგარელი, DJ KORDZ.

Print