ჩვენ შესახებ
"ქუთაისიპოსტი" - ცარიელი ხელებიდან ახალ ტექნიკამდე (ვიდეო)
FaceBook
საინფორმაციო პორტალ "ქუთაისიპოსტი"-ს 6 თვე - ცარიელი ხელებიდან ახალ ტექნიკამდე - ნახეთ ვიდეო ჩვენს შესახებ:

www.kutaisipost.ge - არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც აშუქებს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
"ქუთაისიპოსტი" 6 თვეა რაც გამოჩნდა მედია სივრცეში. თუმცა, ჩვენს გუნდს აქვს მედიაში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. ეს არის გაზეთ "ახალი გაზეთისა" და საინფორმაცი სააგენტონიუპრესიდან წამოსული თანამშრომლებით (აღნიშნული მედიასაშუალება დატოვა ყველა თანამშრომელმა) დაკომპლექტებული გუნდი. "ნიუპრესიდან" წამოსვლის შემდეგ (გასული წლის სექტემბრის ბოლო), გუნდი არ დაიშალა და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმის შექნისთვის მოძებნა გზა, პირველ ეპატზე ბლოგი გაეკეთებინა. დაიწყო მუშაობა მოხალისეობრივ საწყისებზე, ცარიელი ხელებით, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე. 
გასული წლის 15 ოქტომბრიდან დავიწყეთ ფუნქციონირება "ქუთაისიპოსტ"-ის სახელით, აირექსის ახალი მედიის პროგრამაში მიღებული ცოდნით, შევძელით მხოლოდ ვორდპრესის ძრავზე მოქმედი ბლოგის შექმნა (www.kutaisipost.wordpress.com).
მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან კი ჩვენს გუნდს უკვე აქვს შესაძლებლობა ვებ-გვერდზე( www.kutaisipost.ge) გააგრძელოს ფუნქციონირება. ასევე, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ჩვენმა მედიაორგანიზაციამ შეიძიენა საჭირო ტექნიკა.
"ქუთაისიპოსტი"-ს 6 თვე - ცარიელი ხელებიდან ახალ ტექნიკამდე - ნახეთ ვიდეო ჩვენს შესაებ:



Print