პოლიტიკა
ჟურნალისტები ქუთაისის მერიის მიერ დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ
FaceBook
"ნუ გვზღუდავთ", "ვერ შეგვაჩერებთ" "მოგვეცით თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა" - ამ მოწოდებებით ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებმა მერიის წინ აქცია გამართეს და შენობაში თავისუფლად გადაადგილება მოითხოვეს. 


ისინი ქუთაისის მერიის მიერ მათთვის დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ. 

მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტებისთვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი.

დაცვის თანამშრომლები მედიის წარმომადგენლებს შენობაში მხოლოდ პრესსამსახურთან შეთანხმების შემთხვევაში უშვებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ ამიერიდან შენობაში შესვლა მხოლოდ საშვით იქნება შესაძლებელი, თუმცა მერიამ ეს რეგულაცია ისე დააწესა, რომ საშვთა სისტემის შემოღების შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის არ უცნობებია.

მერიას ამ დრომდე არც ის განუმარტავს, რის საფუძველზე შეეზღუდათ ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მედიის წარმომადგენლები ამ დრომდე შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ. მათთვის არ მოქმედებდა საშვთა სისტემა, რადგან მერიას ეს არასდროს მოუთხოვია.
Print