პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს (ვიდეო)
FaceBook
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მერიის აიპების თანამშრომლებმა, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს.
ცოცხებზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერების ფოტოებია გაკრული.

"მოგიტანეთ თქვენი სიმბოლო. გიყვართ ცოცხებიც და ეს ხალხიც და მოიხმარეთ მშვიდობაში", - მიმართეს ოპოზიციონერ დეპუტატებს.




"გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებმა  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კარის დაბოქლომება ვერ შეძლეს.
მათ ამის შესაძლებლობა შენობაში მობილიზებულმა "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ბიუროს შესასვლელთან დახვდნენ.

Print